რა გზავნილებს მიიღებს საქართველო ევროკავშირის მინისტერიალიდან? - Palitra News

რა გზავნილებს მიიღებს საქართველო ევროკავშირის მინისტერიალიდან?

2026-07-10 20:07:39+04:00

13 ივლისს ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინაში მიმდინარე ომს, ახლო აღმოსავლეთის კრიზისსა და შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიას განიხილავენ. შეხვედრას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი უხელმძღვანელებს, უკრაინის საკითხის განხილვამდე კი მინისტრები ანდრიი სიბიჰას შეხვდებიან. დღის წესრიგში შავი ზღვის სტრატეგიის განხორციელების შეფასებაც იქნება. ევროკავშირის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა ევროკავშირის გზაზე დაბრუნებაზეა დამოკიდებული. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს შავი ზღვის უსაფრთხოების მინისტერიალზე საქართველო მიწვეული არ ყოფილა.