პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს შესახებ მიღებულ კრიტიკულ რეზოლუციას უარყოფითად აფასებს. მისი პოზიციით, დოკუმენტი დაბალი ხარისხისაა და ორგანიზაციის ავტორიტეტს აზიანებს. რეზოლუცია პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, შემზღუდავი კანონების გაუქმებასა და არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევების გამოძიებას ითხოვს.