პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ კრიტიკულ რეზოლუციას მკაცრად აკრიტიკებს. მისი შეფასებით, დოკუმენტი დაბალი ხარისხისაა და ორგანიზაციის მიმართ საზოგადოების ნდობას ასუსტებს. რეზოლუცია პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, შემზღუდავი კანონების გაუქმებასა და არჩევნების დროს გამოვლენილი დარღვევების გამოძიებას მოითხოვს.