რეპრესიული კანონები, დაფინანსების შეზღუდვა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი გამოძიებები - Human Rights Watch-ის ანგარიშის თანახმად, ყველა ამ ბერკეტს ქართული ოცნება დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ იყენებს. ორგანიზაცია მიუთითებს, რომ უცხოელი აგენტის იარლიყის დაწესება და დაფინანსების მკაცრი კონტროლი გაუმართლებელი სამართლებრივი ზომებია. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ორგანიზაციის ანგარიშში დაფიქსირებული პოზიცია ქვეყანაში არსებულ რეალურ ვითარებას ასახავს, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციაზე. ცოტნე შაორშაძე გვეტყვის რა წერია Human Rights Watch ანგარიშში და როგორ ეხმაურებიან ორგანიზაციის შეფასებებს საქართველოში.