საერთაშორისო ტრიბუნიდან საუბარი საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაზე გრძელდება. ამჯერად ქართული ოცნების ხელისუფლებას ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას აკრიტიკებს. რეზოლუციაში რომელიც ასამბლეამ მიიღო საუბარია პოლიტპატიმრების გათავისუფლების, შემზღუდავი კანონების გაუქმებისა და არჩევნების დროს გამოვლენილი დარღვევების ეფექტიანი გამოძიების აუცილებლობაზე. კრიტიკა არ გაიზიარა ქართულმა ოცნებამ, მმართველმა გუნდმა დოკუმენტი პოლიტიკურად მოტივირებულად შეაფასა და განაცხადა, რომ რეზოლუციას სამართლებრივი ძალა არ აქვს. ხელისუფლება ყველა მსგავს შეფასებას პოლიტიკურად მიკერძოებულად მიიჩნევს და ამტკიცებს, რომ კრიტიკა საქართველოს ინტერესებს არ ემსახურება, ოპოზიცია კი ამბობს, რომ ხელისუფლება ფაქტობრივად ყველა საერთაშორისო პარტნიორს უპირისპირდება, რაც ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას სერიოზულ ზიანს აყენებს. ოპოზიციის ნაწილი ყურადღებას პრაქტიკულ შედეგებზეც ამახვილებს. მათი განცხადებით თუ საქართველო საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციების უგულებელყოფას გააგრძელებს, შესაძლოა კიდევ უფრო გაღრმავდეს პოლიტიკური იზოლაცია, შეფერხდეს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი, შემცირდეს საერთაშორისო ნდობა და დაზიანდეს ქვეყნის დემოკრატიული იმიჯი.