Human Rights Watch: საქართველოს ხელისუფლება დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ რეპრესიულ კანონებსა და სისხლისსამართლებრივ მექანიზმებს იყენებს - Palitra News

Human Rights Watch: საქართველოს ხელისუფლება დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ რეპრესიულ კანონებსა და სისხლისსამართლებრივ მექანიზმებს იყენებს

2026-07-09 20:28:46+04:00

საქართველოს ხელისუფლება დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ რეპრესიულ კანონებსა და სისხლისსამართლებრივ მექანიზმებს იყენებს - სწორედ ასეთ შეფასებას შეიცავს Human Rights Watch-ის ბოლო ანგარიში.

დოკუმენტის მიხედვით, ახალი კანონები უცხოურ დაფინანსებას სახელმწიფოს კონტროლს უქვემდებარებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს „უცხოელი აგენტის“ სტატუსის მინიჭების საფრთხეს უქმნის, ხოლო აქტივისტებს მაღალი ჯარიმებითა და პატიმრობით ემუქრება. ორგანიზაცია ხელისუფლებას ამ ცვლილებების გაუქმებისა და დამოუკიდებელი სექტორის საქმიანობაში ჩაურევლობისკენ მოუწოდებს. Human Rights Watch საერთაშორისო პარტნიორებსაც სანქციებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის გაძლიერებისკენ მოუწოდებს. შეფასებით, დამოუკიდებელი ჯგუფებისთვის უსაფრთხო მუშაობა სულ უფრო რთულდება.