თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსად ირაკლი დგებუაძე დაინიშნა.
ირაკლი დგებუაძე ამ დრომდე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის უფროსის თანამდებობას იკავებდა.
ცნობისთვის, დგებუაძე 2022 წლიდან ბათუმის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო. 2025 წლის მარტში კი მუშაობა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გააგრძელა.