რიკოთზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა - Palitra News

რიკოთზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა

2026-07-09 19:42:35+04:00

რიკოთზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ბეტონის ჯებირს დაეჯახა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ჯგუფები და პოლიცია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.