იორდანიის მთავრობის განცხადებით, ირანიდან გაშვებული 8 რაკეტა გაანეიტრალეს - Palitra News

იორდანიის მთავრობის განცხადებით, ირანიდან გაშვებული 8 რაკეტა გაანეიტრალეს

2026-07-09 16:40:23+04:00

იორდანიაში საჰაერო განგაშის სირენების ხმა ისმოდა, მას შემდეგ, რაც ქვეყნის საჰაერო სივრცეში ირანული რაკეტები დააფიქსირეს.

იორდანიის მთავრობის წარმომადგენელმა მოჰამად ალ-მომანიმ განაცხადა, საჰაერო თავდაცვამ ყველა, 8 რაკეტა გაანეიტრალა.

ასევე, მისი თქმით, იორდანიის შეიარაღებული ძალები მაღალი მზადყოფნის მდგომარეობაში იყვნენ.

იორდანიაში აშშ-ს საელჩომ გაფრთხილება გამოსცა და აღნიშნა, რომ ვითარებას განიხილავს.