თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის სასამართლო პროცესი ჩატარდა. ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალი წარდგენილი აქვს მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს. სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, როგორც ცნობილია, პროცესს ბრალდებული პოლიტიკოსებიც ესწრებოდნენ.