როგორ აპირებენ "ნაც.მოძრაობის" განახლებას პარტიის წევრები - Palitra News

როგორ აპირებენ "ნაც.მოძრაობის" განახლებას პარტიის წევრები

2026-07-09 15:48:22+04:00

თავმჯდომარის ნაცვლად, „რეფორმატორთა საბჭო“ - ნაციონალური მოძრაობა ძირეული ცვლილებებს იწყებს.

პარტიაში ყველა თანამდებობის პირს, მათ შორის თავმჯდომარის პოსტზე თინა ბოკუჩავას უფლებამოსილების ვადა უკვე ამოეწურა. პარტიის შინაგანაწესის თანმად, ბოკუჩავას შესაძლებლობა ჰქონდა თავმჯდომარის პოსტზე სექტემბრამდე დარჩენილიყო, თუმცა როგორც ჩანს მიხეილ სააკაშვილმა ასე არ ისურვა და პროცესები დააჩქარა. ექსპრეზიდეტის მიერ გამოქვეყნებული განცხადებიდან გაირკვა, რომ ივლისის ბოლოს ჩაინიშნება ყრილობა, რომელიც აირჩევს დროებითი მართვის ორგანოს. სააკაშვილი გუნდს სთავაზობს შეიქმნას რეფორმატორთა საბჭო, რომლის თავმჯდომარეც თავად იქნება, ხოლო აღმსასრულებელი მდივნის პოსტს ნანუკა ჟორჟოლიანი დაიკავებს. რა ფუნქცია ექნება რეფორმატორთა საბჭოს და როგორ აპირებს გუნდი, პარტიის გარდაქმნას?!