„აზიის განვითარების ბანკი“ წელს საქართველოში 4.9%-იან ინფლაციას ვარაუდობს - Palitra News

„აზიის განვითარების ბანკი“ წელს საქართველოში 4.9%-იან ინფლაციას ვარაუდობს

2026-07-09 13:53:14+04:00

„აზიის განვითარების ბანკი“ წელს საქართველოში 4.9%-იან ინფლაციას ვარაუდობს, არადა წინა პუბლიკაციით, ფასების საერთოდ დონის ზრდას საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი, მხოლოდ 3.8%-ის დონეზე ვარაუდობდა. ბანკის განახლებულ ანგარიშში წერია, რომ ინფლაციის მაჩვენებლის გაუარესება გამოწვეულია ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გამო ენერგორესურსების, ტრანსპორტისა და წარმოების ხარჯების ზრდით. ამასთან, „აზიის განვითარების ბანკმა“ 2027 წლის პროგნოზი უცვლელი დატოვა. ანგარიშის თანახმად, ADB-ი სომხეთში მიმდინარე წელს 4.2%-იან ინფლაციას პროგნოზირებს, თურქეთში - 29.7%-ს, ხოლო აზერბაიჯანში - 5.7%-ს. შეგახსენებთ, ADB-მ კავკასიის, ცენტრალური და დასავლეთ აზიის რეგიონის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა. განახლებული შეფასებით, რეგიონის ეკონომიკა 2026 წელს 3.8%-ით, ხოლო 2027 წელს 4.2%-ით გაიზრდება. რაც შეეხება საქართველოს, „აზიის განვითარების ბანკმა“ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უცვლელად, 5.5%-იან ნიშნულზე დატოვა.