კახა კალაძე - რასაც მოინდომებს სააკაშვილი, ისე იქნება, რა არჩევნებზეა საუბარი, ვისაც მოისურვებს, იმას დანიშნავს და ვისაც უნდა, იმას გააგდებს - Palitra News

კახა კალაძე - რასაც მოინდომებს სააკაშვილი, ისე იქნება, რა არჩევნებზეა საუბარი, ვისაც მოისურვებს, იმას დანიშნავს და ვისაც უნდა, იმას გააგდებს

2026-07-09 13:30:20+04:00

რასაც მოინდომებს სააკაშვილი, ისე იქნება. რა არჩევნებზეა საუბარი, ვისაც მოისურვებს, იმას დანიშნავს და ვისაც უნდა, იმას გააგდებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, არაფერი განსხვავებული არ ხდება, ხდება ის, რაც აგენტურული ქსელის დღის წესრიგია.

„რა არჩევნებზეა საუბარი?! ვიცით, როგორ იმართება აღნიშნული აგენტურული ქსელი. რასაც მოინდომებს სააკაშვილი, ისე იქნება. რა არჩევნებზეა საუბარი?! ვისაც მოისურვებს, იმას დანიშნავს, ვისაც უნდა - გააგდებს. წინა შემთხვევები გავიხსენოთ, როგორ იყო. არაფერი განსხვავებული არ ხდება, ხდება, ის რაც ოდითგანვე იყო, რაც აგენტურული ქსელის დღის წესრიგია“,- აღნიშნა კალაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ინიციატივით გამოდის, შეიქმნას „რეფორმატორთა საბჭო“, რომლის თავმჯდომარეც თავად სააკაშვილი იქნება, ხოლო ნანუკა ჟორჟოლიანს „რეფორმატორთა საბჭოს“ აღმასრულებელი მდივნის პოზიციაზე განიხილავს.

ამასთან, როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში განმარტავს, ეს იქნება საზოგადოებრივი პლატფორმა, სადაც პარტიის წევრების გარდა, კარს ფართოდ გაუხსნიან სხვებსაც.