ვინ გახდება "ნაც.მოძრაობის" ახალი თავმჯდომარე - Palitra News

ვინ გახდება "ნაც.მოძრაობის" ახალი თავმჯდომარე

2026-07-09 12:36:43+04:00

ვინ იქნება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარე- პარტიაში ყველა თანამდებობის პირს, მათ შორის თავმჯდომარის პოსტზე თინა ბოკუჩავას უფლებამოსილების ვადა უკვე ამოეწურა. პარტიის შინაგანაწესის თანმად, ბოკუჩავას შესაძლებლობა ჰქონდა თავმჯდომარის პოსტზე სექტემბრამდე დარჩენილიყო, თუმცა როგორც ჩანს მიხეილ სააკაშვილმა ასე არ ისურვა და პროცესები დააჩქარა. ექსპრეზიდეტის მიერ გამოქვეყნებული განცხადებიდან გაირკვა, რომ ივლისის ბოლოს ჩაინიშნება ყრილობა, რომელიც აირჩევს დროებითი მართვის ორგანოს.სააკაშვილი გუნდს სთავაზობს შეიქმნას რეფორმატორთა საბჭო, რომლის თავმჯდომარეც თავად იქნება, ხოლო აღმსასრულებელი მდივანი ნანუკა ჟორჟოლიანი. თავად ჟურნალისტი ამბობს, რომ თანახმაა, პროცესში „დამლაგებლად შევიდეს“, ოღონდ საქმე გააკეთოს. ჟორჟოლიანმა აქვე დასძინა, რომ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას არ ნიშნავს იმას, რომ ის მოქმედი თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას საქმიანობით უკმაყოფილოა.