დონალდ ტრამპი - ირანს შეთანხმების მიღწევა ძალიან სურს - Palitra News

დონალდ ტრამპი - ირანს შეთანხმების მიღწევა ძალიან სურს

2026-07-09 10:19:01+04:00

ირანს შეთანხმების მიღწევა ძალიან სურს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Air Force One-ის ბორტზე ჟურნალისტებს განუცხადა.

„მათ ცოტა ხნის წინ დარეკეს და ძალიან სურთ შეთანხმების მიღწევა“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, არ იცის, ღირს თუ არა ირანთან შეთანხმების მიღწევა.

„არ ვიცი შეთანხმების პირობებს პატივს სცემენ თუ არა. პრობლემაც სწორედ ეს არის“, - აღნიშნა ტრამპმა.

ტრამპის განცხადებით, ღამით განხორციელებული დარტყმების ახალი ტალღა ირანის მიერ ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმებისთვის შურისძიება იყო.

„მათ დღეს რაღაც გააკეთეს, მაგრამ რეალურად ეს გუშინდელი ღამისთვის შურისძიება იყო. როდესაც ისინი თავს გვესხმიან, ჩვენ უფრო ძლიერ პასუხს ვუბრუნებთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.