პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ კლინიკა ვივამედში გადაყვანიადნ რამდენიმე დღის შემდეგ ბევრად უკეთ გრძნობს თავს. მისი ინფორმაციით, მიმდინარეობს ინტენსიური და მაღალკვალიფიციური კვლევები, რომელთა შედეგადაც საბოლოოდ განისაზღვრება მკურნალობა. „თანამშრომლობა როგორც პენიტენციურ სამსახურთან, ასევე „ვივამედთან“ არის კონსტრუქციული. ამ ეტაპზე მაქვს ყველანაირი ხელშეწყობა“ - წერს ხოტშარია სოციალურ ქსელში.