ვოლოდიმირ ზელენსკი - პოლონეთის პრეზიდენტთან მნიშვნელოვანი და საჭირო საუბარი იყო, საერთო საფრთხე გვაქვს - რუსეთი - მნიშვნელოვანია მხარდაჭერის შენარჩუნება და შეთანხმებულად მოქმედება - Palitra News

ვოლოდიმირ ზელენსკი - პოლონეთის პრეზიდენტთან მნიშვნელოვანი და საჭირო საუბარი იყო, საერთო საფრთხე გვაქვს - რუსეთი - მნიშვნელოვანია მხარდაჭერის შენარჩუნება და შეთანხმებულად მოქმედება

2026-07-08 21:27:52+04:00

შევხვდი პოლონეთის პრეზიდენტს, კაროლ ნავროცკის. ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო საუბარი იყო, ერთ საათზე მეტი ვისაუბრეთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, შეთანხმდნენ დიალოგის გაგრძელებაზე.

„ერთი და საერთო საფრთხე გვაქვს: რუსეთი. ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთგაგების, მხარდაჭერის შენარჩუნება და შეთანხმებულად მოქმედება. ჩვენს ქვეყნებს მხოლოდ მყარი ურთიერთობების სჭირდებათ. შევთანხმდით დიალოგის გაგრძელებაზე“, - წერს ზელენსკი.