უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მისთვის მოსკოვში ჩასვლა რთულია, რადგან იქ ბევრი უკრაინული დრონია. ამის შესახებ მან ანკარაში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე განაცხადა. შეხვედრაზე ტრამპმა აღნიშნა, რომ მოსკოვში სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვის შესახებ რუსი კოლეგის ვლადიმერ პუტინის იდეა უარყო.
„ერთ-ერთი საკითხი, რაზეც პუტინს ვესაუბრე იყო ის, თუ სად ისურვებდა შეხვედრას. მან მითხრა, რომ მოსკოვში იდეალური იქნებოდა. მე ვუთხარი, რომ ეს იდეა უბრალოდ არ მუშაობს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ამის შემდეგ დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის ჰკითხა: „ჩახვიდოდით მოსკოვში?“
„ეს რთულია. იქ ბევრი უკრაინული დრონია“, - უპასუხა ზელენსკიმ.