The Times of Israel - ისრაელში პიტ ჰეგსეთის ვიზიტი გაუქმდა - Palitra News

The Times of Israel - ისრაელში პიტ ჰეგსეთის ვიზიტი გაუქმდა

2026-07-08 14:14:35+04:00

ისრაელში პიტ ჰეგსეთის ვიზიტი გაუქმდა, - ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეთი ისრაელში დღეს უნდა ჩასულიყო, თუმცა აშშ-ისა და ირანის მიერ ღამით რეგიონში განხორციელებული დარტყმების შემდეგ ვიზიტი გაუქმდა.

ისრაელში ვიზიტის ფარგლებში ჰეგსეთის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან და თავდაცვის მინისტრ ისრაელ კაცთან შეხვედრები იყო დაგეგმილი.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნატო-ს სამიტზე განაცხადა, რომ ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია.