ამ წუთებში მიმდინარეობს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესია, სადაც უნდა დამტკიცდეს ჰააგის დეკლარაცია, რომელშიც ასახულია საქართველოს შესახებ მომზადებული კრიტიკული რეზოლუცია.
დოკუმენტი, რომლის ავტორიც ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია, ქვეყანაში დემოკრატიის გაუარესებასა და ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევებზე მიუთითებს. სესიას საქართველოს დელეგაციაც ესწრებოდა. ოპოზიციის შეფასებით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა პარტნიორებს რეალობასთან შეუსაბამო ინფორმაცია მიაწოდეს და მსგავსი კრიტიკული დოკუმენტების მიღება გაგრძელდება, ვიდრე ხელისუფლება პოლიტიკურ კურსსა და რეფორმების მიმართულებას არ შეცვლის. აღნიშნულ კრიტიკას არ ეთანხმებიან მმართველ პარტიაში.