კახა კალაძე - ამინდმა გარკვეული პრობლემა შექმნა - ორი მიზეზია, რატომ იტბორება ქუჩები: როდესაც სანიაღვრეების ამოვსება ხდება ტოტებით და ნარჩენებით და ზოგადად, სანიაღვრე ქსელების არარსებობა, ან მოძველება - Palitra News

კახა კალაძე - ამინდმა გარკვეული პრობლემა შექმნა - ორი მიზეზია, რატომ იტბორება ქუჩები: როდესაც სანიაღვრეების ამოვსება ხდება ტოტებით და ნარჩენებით და ზოგადად, სანიაღვრე ქსელების არარსებობა, ან მოძველება

2026-07-08 11:50:54+04:00

მინდა მოსახლეობას ვუთხრა, ყველა პრობლემა მოგვარდება. აღნიშნულმა ამინდმა გარკვეული პრობლემა შექმნა ინფრასტრუქტურის მიმართულებით და ყველაფერი მოწესრიგებული იქნება,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, კონკრეტული ქუჩების დატბორვას ორი პრობლემა განაპირობებს.

„მოკლე დროში მოსული ინტენსიური ნალექის დროს დაიტბორა რამდენიმე ქუჩა, რომელმაც მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა. გარდა ამისა, გვაქვს ინფორმაცია კონკრეტულ უბნებში რა პრობლემები შეიქმნა აღნიშნული ამინდის გამო. არ დარჩენილა არცერთი ადგილი, სადაც ჩვენი მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები ან გამგეობის თანამშრომლები არ მისულიყვნენ, არ ჰქონოდათ კომუნიკაცია მოსახლეობასთან.

მინდა მოსახლეობას ვუთხრა, ყველა პრობლემა მოგვარდება. აღნიშნულმა ამინდმა გარკვეული პრობლემა შექმნა ინფრასტრუქტურის მიმართულებით და ყველაფერი მოწესრიგებული იქნება.

რაც შეეხება მიზეზს, რატომ ხდება კონკრეტული ქუჩების დატბორვა, ორი პრობლემაა. პირველი: როდესაც ხდება სანიაღვრეების ამოვსება, ჩამოგლეჯილი ხის ტოტებით, ასევე ნარჩენებით და მეორე: ზოგადად, სანიაღვრე ქსელების არარსებობა, ან მოძველება. იმიტომ არის 2017 წლიდან როდესაც ვიწყებთ სარეაბილიტაციო სამუშაოს, პირველი რასაც ვაკეთებთ მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგებაა“,- აღნიშნა კალაძემ.