პოლონეთის პრეზიდენტის განცხადებით, ნატო-ს სამიტის ფარგლებში ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა - Palitra News

პოლონეთის პრეზიდენტის განცხადებით, ნატო-ს სამიტის ფარგლებში ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა

2026-07-08 11:05:45+04:00

პოლონეთის პრეზიდენტის განცხადებით, ნატო-ს სამიტის ფარგლებში ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა.

„გუშინ გამართული ვახშმის დროს ბევრ მსოფლიო ლიდერს ვესაუბრე. მათ შორის, რა თქმა უნდა, იყო პრეზიდენტი ზელენსკიც. შესაძლოა, საუბრის შესაძლებლობა დღესაც მოგვეცეს“, - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ.

ნავროცკიმ ანკარაში ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ „ბუნებრივია, როდესაც მეზობელი სახელმწიფოები, რომელთაც რუსეთის სახით საერთო მტერი ჰყავთ, გარკვეული ორმხრივი დაძაბულობის მიუხედავად დიალოგს ინარჩუნებენ“.

„ჩემი პოზიცია ორმხრივ დაძაბულობასთან დაკავშირებით უცვლელი რჩება. მიმაჩნია, რომ პოლონეთი და ევროპა ვერ შეეგუება „უპა-ს“ იმ ჯარისკაცებისთვის დიდების მინიჭებას, რომლებიც 120 ათასი პოლონელის სიკვდილზე არიან პასუხისმგებელი. თუმცა, ეს ჩვენს შორის დიალოგს არ გამორიცხავს. ჩვენ ვგრძნობთ რუსეთის ფედერაციის მხრიდან მომავალ საერთო საფრთხეს. უკრაინა ახლა რუსეთთან ომშია, პოლონეთი კი საუკუნეების განმავლობაში იყო მასთან კონფლიქტში“, - აღნიშნა ნავროცკიმ.

შეგახსენებთ, გასულ თვეში პოლონეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც კაროლ ნავროცკიმ ვოლოდიმირ ზელენსკის პოლონეთის მიერ გადაცემული უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო „თეთრი არწივის“ ორდენი ჩამოართვა, ზელენსკის მიერ ერთ-ერთი უკრაინული ქვედანაყოფისთვის „უპა-ის გმირების“ სახელწოდების მინიჭების გამო.