მარია ზახაროვა - ნატო-ს სამიტზე კიევის რეჟიმის მთელ მსოფლიოში გავრცელებული ტერორიზმის საკითხი წამოიჭრება - Palitra News

მარია ზახაროვა - ნატო-ს სამიტზე კიევის რეჟიმის მთელ მსოფლიოში გავრცელებული ტერორიზმის საკითხი წამოიჭრება

2026-07-08 10:33:02+04:00

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, ანკარაში მიმდინარე ნატო-ს სამიტის ფარგლებში კიევის „გლობალური ტერორიზმის საკითხი“ აუცილებლად წამოიჭრება.

„კულუარებში, ორმხრივი შეხვედრებისა და პირისპირ გამართული საუბრების დროს, რომლებითაც ასეთი სამიტები და მასშტაბური ღონისძიებები უხვად არის დატვირთული, ისინი (ნატო-ს სამიტის მონაწილეები) უდავოდ წამოჭრიან კიევის რეჟიმის ტერორიზმის, ვიტყოდი, რომ უკვე მთელ მსოფლიოში გავრცელებული ტერორიზმის, საკითხს“, - აღნიშნა ზახაროვამ.

მისი თქმით, არ სურს ამ „ტერორიზმს“ უკრაინული უწოდოს, რადგან უკრაინის ბევრ მოქალაქესა და ეთნიკურ უკრაინელს არაფერი აქვს საერთო ამასთან.

შეგახსენებთ, ანკარაში ნატო-ს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების სამიტი მიმდინარეობს. ღონისძიება გუშინ გაიხსნა და დღეს დაიხურება.