გასულ ღამეს დედაქალაქში მოსულმა ძლიერმა წვიმამ თბილისის რამდენიმე უბანში პრობლემები შექმნა. უხვმა ნალექმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტშიც შეფერხებები გამოიწვია. ძლიერი წვიმისა და ელჭექის გამო ჩამოფრენის დარბაზის ნაწილი დაიტბორა, დროებით გაითიშა ელექტროენერგია და უსაფრთხოების მიზნით მგზავრები შენობიდან გაიყვანეს. ადგილზე ტექნიკური ჯგუფები მუშაობდნენ, რის შემდეგაც ელექტრომომარაგება მალევე აღდგა. მოგვიანებით აეროპორტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ოპერირება ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა. უსაფრთხოების პროტოკოლის შესაბამისად, დროებით დაიხურა მხოლოდ ჩამომსვლელთა მომლოდინეთა სივრცე, ხოლო მგზავრების გასვლა ადგილობრივი რეისების ტერმინალიდან ხორციელდებოდა. უამინდობის გამო სამი რეისი - ქუთაისის, ალმათისა და ბაქოს აეროპორტებში გადამისამართდა.