გიორგი ბახუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა - Palitra News

გიორგი ბახუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა

2026-07-07 20:48:28+04:00

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ გიორგი ბახუაშვილი დაინიშნა. შესაბამისი გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიიღო. მთავრობის მეთაურის ბრძანებით, ბახუაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა და ახალი პოზიცია 6 ივლისიდან დაიკავა. საკადრო ცვლილებებს უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები. ხელისუფლების წარმომადგენლები გადაწყვეტილებას სახელმწიფოსტრუქტურების ეფექტიან მუშაობას უკავშირებენ, ხოლო ოპოზიცია განხორციელებულ გადაადგილებებს საკუთარი შეფასებებით ეხმაურება.