„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ახალი თავმჯდომარის არჩევის მოლოდინშია. მოქმედ თავმჯდომარეს, თინა ბოკუჩავას, უფლებამოსილების ვადა ხვალ, 8 ივლისს ეწურება, თუმცა პოლიტიკური საბჭოს სხდომის თარიღი და არჩევის პროცედურა ჯერ ოფიციალურად არ გამოცხადებულა. ამასთანავე, ამ ეტაპზე უცნობია, ვინ იქნებიან თავმჯდომარის პოსტზე ოფიციალური კანდიდატები. მიხეილ სააკაშვილმა სასურველ კანდიდატად ნანუკა ჟორჟოლიანი დაასახელა, თუმცა თავად ჟორჟოლიანი ამბობს, რომ თავმჯდომარის პოსტზე საკუთარ კანდიდატურას არ დააყენებს.