ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა. დოკუმენტის მთავარი სპონსორი ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონია. პროექტი ქვეყანაში არჩევნების გარემოსა და ფუნდამენტური თავისუფლებების მდგომარეობაზე შეშფოთებას გამოხატავს. ასევე აკრიტიკებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონსა და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ მიღებულ რეზოლუციას პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს და მოქმედი კანონების შეცვლას არ აპირებენ. აღსანიშნავია, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესია დღესაც გრძელდება - სხდომაზე სიტყვით ქართული დელეგაციის წევრებიც გამოდიან.