ორგანიზებული ჯგუფის მიერ წამებისა და ძალადობის საქმეზე არასრულწლოვან ბრალდებულს 9 წლითა და 8 თვით პატიმრობა მიესაჯა - Palitra News

ორგანიზებული ჯგუფის მიერ წამებისა და ძალადობის საქმეზე არასრულწლოვან ბრალდებულს 9 წლითა და 8 თვით პატიმრობა მიესაჯა

2026-07-07 20:30:40+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლომ ორგანიზებული ჯგუფის მიერ წამებისა და ძალადობრივი ქმედებების საქმეზე ერთ-ერთ არასრულწლოვან ბრალდებულს 9 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებული „ფაშისტური-ნაცისტური“ იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების წევრი იყო და მისთვის მიუღებელი ცხოვრების წესის მქონე პირების, მათ შორის არასრულწლოვნების მიმართ, ძალადობასა და წამებას ორგანიზებას უწევდა, ასევე თავადაც მონაწილეობდა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში. სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო ორგანიზებული ჯგუფის მიერ წამების, არასრულწლოვნის წამებისა და ჯგუფური ძალადობრივი მოქმედებების ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებებში. თავდაპირველად განსაზღვრული 14 წლითა და 6 თვით პატიმრობა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის საფუძველზე 9 წლამდე და 8 თვემდე შემცირდა.