დონალდ ტრამპი - ვფიქრობ, ვლადიმერ პუტინი ზეწოლას გრძნობს და მას ომის დასრულება სურს - Palitra News

დონალდ ტრამპი - ვფიქრობ, ვლადიმერ პუტინი ზეწოლას გრძნობს და მას ომის დასრულება სურს

2026-07-06 20:01:07+04:00

ვფიქრობ, ვლადიმერ პუტინი ზეწოლას გრძნობს და მას ომის დასრულება სურს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა.

„ომის დასრულება უკრაინასაც სურს. ვნახოთ, შევძლებთ თუ არა მის დასრულებას“, - განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით, უკრაინაში ომის დასრულების საკითხს ანკარაში, ნატო-ს სამიტზე განიხილავს.

„ომის დასრულებასთან იმაზე უფრო ახლოს ვართ, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. ამის დასრულება პუტინსაც სურს. მასთან კარგი საუბარი მქონდა. ამის დასრულება ზელენსკისაც ახლავე სურს. ვფიქრობ, ამის დასრულება შეგვიძლია“, - აღნიშნა ტრამპმა.