უკრაინამ რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა - Palitra News

უკრაინამ რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა

2026-07-06 17:30:23+04:00

უკრაინამ რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა, - ინფორმაციას უკრაინული მედია სპეციალური ოპერაციების ძალებიპრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების პრესსამსახურის ცნობით, ქალაქ ომსკში მდებარე რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე წარმატებული დარტყმა განხორციელდა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქვეყნის სპეციალური ოპერაციების ძალებმა ომსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს.

სპეციალური ოპერაციების ძალებმა ქარხანა დრონებით უკრაინის საზღვრიდან 3000 კილომეტრში დაბომბეს, რაც სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებული ყველაზე შორეული დარტყმაა.