თბილისში, ზღვის უბნის დასახლებასთან ხანძარია - Palitra News

თბილისში, ზღვის უბნის დასახლებასთან ხანძარია

2026-07-05 15:35:02+04:00

თბილისში, ზღვის უბნის დასახლებასთან ხანძარია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე ხმელი ბალახი იწვის.

მათივე ცნობით, ადგილზე უკვე იმყოფებიან მეხანძრე-მაშველები, რომლებიც ხანძრის ლიკვიდირებას ცდილობენ.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.