თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ მებრძოლთა კვირეული სპორტის გუნდურ და ინდივიდუალურ სახეობებში აქტიურად მიმდინარეობს - Palitra News

თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ მებრძოლთა კვირეული სპორტის გუნდურ და ინდივიდუალურ სახეობებში აქტიურად მიმდინარეობს

2026-07-04 19:56:57+04:00

თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ მებრძოლთა კვირეული სპორტის გუნდურ და ინდივიდუალურ სახეობებში აქტიურად მიმდინარეობს. დაჭრილ-დაშავებულმა მებრძოლებმა უკვე იასპარეზეს მაგიდის ჩოგბურთში, მკლავჭიდში, პნევმატური იარაღიდან და შაშხანიდან სროლაში. კვირეულის ფარგლებში 10 ინდივიდუალური და 3 გუნდური შეჯიბრი გაიმართება. დაჭრილი სამხედროები იასპარეზებენ ინდივიდუალურ სახეობებში: მაგიდის ჩოგბურთი, ძალოსნობა, მკლავჭიდი, შტანგა, სროლა პისტოლეტიდან, სროლა შაშხანიდან, ცურვა, ნიჩბოსნობა სავარჯიშო მოწყობილობაზე, მშვილდოსნობა, ბირთვის და ბადროს ტყორცნა და გუნდურ სახეობებში: პარარაგბი, პარაკალათბურთი და პარაფრენბურთი.