ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო - დოკუმენტში შეშფოთებაა გამოთქმული, პოლიტიკოსებისა და აქციის მონაწილეების დაკავებების გამო. ამ კონტექსტში ნახსენები არიან, როგორც ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი, ისე „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია და „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე. საპატიმროში მყოფი „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას აუდიომიმართვა ევროპელი ლიბერალების გაერთიანების ყრილობაზე გააჟღერეს. ხოშტარიამ განაცხადა, რომ რუსეთს საქართველოში ევროპის და ქართველი ხალხის წარუმატებლობა სურს, თუმცა მისი თქმით, ქართველი ხალხი არ ნებდება და ბრძოლას აგრძელებს. ALDE ევროკავშირის ლიდერებსა და ევროპულ სახელმწიფოებს მოუწოდებს, დააწესონ პერსონალური სანქციები ქართული ოცნების მაღალჩინოსნების მიმართ.