რა წერია „ალდეს“ მორიგ კრიტიკულ რეზოლუციაში, რომელსაც 4 ივლისს მიიღებენ? - Palitra News

რა წერია „ალდეს“ მორიგ კრიტიკულ რეზოლუციაში, რომელსაც 4 ივლისს მიიღებენ?

2026-07-03 20:33:29+04:00

ევროპული ლიბერალური და დემოკრატიული პარტიების გაერთიანება ALDE საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუციის მიღებას გეგმავს. დოკუმენტი „ქართული ოცნების“ ბოლო გადაწყვეტილებებს აკრიტიკებს და ევროპულ ინსტიტუტებს ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. ამავდროულად, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოზე უკვე განიხილეს ანგარიში, რომელშიც უმაღლესი კომისარი საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციებით მიმართავს.