მამუკა მდინარაძის თქმით, საჯარო სივრცეში გინებისა და ბულინგის შემთხვევები შემცირებულია - როგორ ეხმაურებიან განცხადებას პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

მამუკა მდინარაძის თქმით, საჯარო სივრცეში გინებისა და ბულინგის შემთხვევები შემცირებულია - როგორ ეხმაურებიან განცხადებას პოლიტიკურ სპექტრში

2026-07-01 20:39:53+04:00

საჯარო სივრცეში გინება, შეურაცხყოფა და ბულინგი შემცირებულია - ასეთია სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მუშაობის პირველი შედეგების შეფასება, რომელიც 1 თვის წინ შეიქმნა. სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, მამუკა მდინარაძე ირწმუნება, რომ პრევენციულმა ღონისძიებებმა შედეგი უკვე გამოიღო, რასაც სტატისტიკაც ადასტურებს. მთავრობა, მხოლოდ სიძულვილის ენასთან ბრძოლით კმაყოფილი არ არის. ვიცე-პრემიერმა პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს, ორგანიზებულ დანაშაულთან და “ქურდულ სამყაროსთან“ ბრძოლის თვალსაზრისით გადადგმული ნაბიჯებიც მოუწონა. ყურადღება დაეთმო კიბერდანაშაულთან ბრძოლასაც.