კლინიკა „ვივამედი“ ელენე ხოშტარიას გადაყვანის მოლოდინშია - Palitra News

კლინიკა „ვივამედი“ ელენე ხოშტარიას გადაყვანის მოლოდინშია

2026-06-30 20:49:29+04:00

პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მისი ექიმი, მაკა იოსელიანი აცხადებს, რომ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანენ, სადაც საჭიროების მიხედვით სხვადასხვა სპეციალისტის კონსულტაციას ჩაუტარებენ. თუმცა, „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის ინფორმაციით, პენიტენციურ დაწესებულებას კლინიკასთან ამ დრომდე არ დაუკავშირდა და უცნობია, როდის მოხდება ხოშტარიას გადაყვანა. ამასთან, პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა დაადასტურა, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე თანხმობა გაცემულია.