ჟურნალისტი გურამ როგავა ეჭვობს, რომ მის მიმართ საპროტესტო აქციაზე ძალადობის საქმეზე დაკავებული სპეცრაზმელი რეალური თავდამსხმელი არაა. როგავას განცხადებით, ვიდეოჩანაწერებში ასახული პირისა და სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი ბრალდებულის ფიზიკური მონაცემები ერთმანეთს არ ემთხვევა. როგავა ასევე ამბობს, რომ პირი, რომელმაც მასზე იძალადა, საგამოძიებო უწყებას გამოკითხვაზეც არ დაუბარებია. ანალოგიურ ეჭვებს გამოთქვამს დაზარალებული მომიტინგე ზვიად მაისაშვილიც. მისი განმარტებით, ძალადობის დროს სახეს ხელებით იფარავდა, ამიტომ ვერ ადასტურებს, დაკავებული სპეცრაზმელები ნამდვილად ის პირები არიან თუ არა, რომლებმაც მასზე იძალადეს.