ისრაელ კაცი - ჩვენ ლიბანში ტერიტორიული ამბიციები არ გვაქვს, მაგრამ ვიდრე „ჰეზბოლას“ განიარაღება არ მოხდება, უკან მილიმეტრითაც არ დავიხევთ - Palitra News

ისრაელ კაცი - ჩვენ ლიბანში ტერიტორიული ამბიციები არ გვაქვს, მაგრამ ვიდრე „ჰეზბოლას“ განიარაღება არ მოხდება, უკან მილიმეტრითაც არ დავიხევთ

2026-06-29 19:34:15+04:00

ისრაელს ლიბანში ტერიტორიული ამბიციები არ აქვს, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა.

ისრაელ კაცის განცხადებით, ისრაელის თავდაცვის ძალები ლიბანიდან სამხედროებს არ გაიყვანს, ვიდრე „ჰეზბოლას“ განიარაღება არ მოხდება.

„ჩვენ ლიბანში ტერიტორიული ამბიციები არ გვაქვს, მაგრამ ვიდრე „ჰეზბოლას“ განიარაღება არ მოხდება, ჩვენ უკან ერთი მილიმეტრითაც არ დავიხევთ“, - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.

ამასთან, ლიბანის პრეზიდენტი, ჯოზეფ აუნი აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაურს, ბრედ კუპერს შეხვდა, რომელსაც განუცხადა, რომ ლიბანი მზად არის შეიარაღებული ძალების მეშვეობით სახელმწიფო კონტროლი ისრაელის საზღვრამდე გააფართოოს.

ჯოზეფ აუნის ცნობით, ბრედ კუპერთან შეხვედრაზე ლიბანს, ისრაელსა და აშშ-ს შორის გაფორმებული ჩარჩო შეთანხმების განხორციელების საკითხი განიხილა.