ოპოზიციური პარტიები ალიანსის შენარჩუნებასა და სამომავლო თანამშრომლობაზე კვლავ საუბრობენ. მათი განცხადებით, ერთობაში დარჩებიან ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც საერთო სტრატეგიასა და შეთანხმებულ წესებს დაიცავენ. „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ არსებული შიდა და საგარეო გამოწვევების ფონზე ოპოზიციის ერთიანობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ინარჩუნებს. ალიანსის მიღმა მყოფი პარტიებიც ყურადღებას არჩევნების მნიშვნელობაზე ამახვილებენ და მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების დასამარცხებლად ოპოზიციამ საარჩევნო პროცესი უნდა გამოიყენოს. პარალელურად, პოლიტიკურ კულუარებში ახალი პოლიტიკური ძალის შექმნაზეც საუბრობენ. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ გუნდში საბა ბუაძე, ბორის ჩელე ყურუა და ნიკა ობოლაძე მოიაზრებიან. როგორია ხელისუფლების ოპონენტთა გეგმები