ირაკლი კობახიძის წლიური ანგარიში პოლიტიკური შეფასებების მთავარი თემაა - Palitra News

ირაკლი კობახიძის წლიური ანგარიში პოლიტიკური შეფასებების მთავარი თემაა

2026-06-27 19:35:40+04:00

პოლიტიკური განხილვის ერთერთი მთავარი თემაა პარლამენტში პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიშის განხილვა, რომლის დროსაც „გახარია საქართველოსთვის“ და „ქართული ოცნების“ დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. კამათი გიორგი შარაშიძის სიტყვით გამოსვლას მოჰყვა. მანამდე კი ირაკლი კობახიძემ მთავრობის ერთწლიანი საქმიანობის ანგარიში წარადგინა და განაცხადა, რომ ეკონომიკური ზრდა უკვე მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე აისახება. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ საქართველოს საერთაშორისო იზოლაცია ემუქრება, ამასთანავე რუსეთის მხრიდან ცხინვალის რეგიონის ანექსიის ახალი ეტაპი იწყება და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება. როგორი იყო გუშინდელი დღე პარლამენტში და რას ამბობენ ამ თემაზე პოლიტიკური მხარეები