გიორგი პატარიძე ელენე ხოშტარიაზე - თუ გავაგრძელებთ ბრიფინგებით საუბარს და არ გადავალთ კონკრეტულ საქმეზე და პროცესების მართვაზე, იძულებული ვიქნები, სხვა ნაბიჯები გადმოვდგა, თუმცა ამ შემთხვევაში მსჯავრდებულის ინტერესებს ვიცავ - ეს დაიმახსოვრეთ! - Palitra News

გიორგი პატარიძე ელენე ხოშტარიაზე - თუ გავაგრძელებთ ბრიფინგებით საუბარს და არ გადავალთ კონკრეტულ საქმეზე და პროცესების მართვაზე, იძულებული ვიქნები, სხვა ნაბიჯები გადმოვდგა, თუმცა ამ შემთხვევაში მსჯავრდებულის ინტერესებს ვიცავ - ეს დაიმახსოვრეთ!

2026-06-27 17:05:20+04:00

სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი, გიორგი პატარიძე აცხადებს, რომ „კოალიცია ცვლილების“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის რეალური მდგომარეობის შეფასების ნაცვლად ბრიფინგებით საუბარი „აბსურდის თეატრია“.

პატარიძე აღნიშნავს, რომ საქმის ნაცვლად საჯარო განცხადებების გაგრძელების შემთხვევაში, იძულებული იქნება „სხვა ნაბიჯები“ გადადგას, თუმცა ამ ეტაპზე მსჯავრდებულის ინტერესებს იცავს.

„სანამ ჩვენ არ შევაფასებთ რეალურ მდგომარეობას მის მკურნალ ექიმთან ერთად, ეს არის, კიდევ ერთხელ განვმეორდები, მართლაც რომ აბსურდის თეატრი იმიტომ, რომ ბრიფინგებით საუბარი, როდესაც ექიმი გამოდის და იძახის, რომ ადამიანი განიცდის, ასე ვთქვათ, საშინელ ტკივილებს და ამ დროს ბრიფინგებით ესაუბრები პენიტენციურ სამსახურს, მე ვფიქრობ, რომ ეს უბრალოდ, არ ვიცი, ყველაფერს მოკლებულია. მინიშნებით გეტყვით, რომ მე რატომღაც, თუნდაც 2026 წლის, დაახლოებით ალბათ თებერვლის თვე იყო, რომ საერთოდ სხვა პოზიცია მახსოვს მსჯავრდებულ ელენე ხოშტარიასგან. საერთოდ სხვა პოზიცია მახსოვს მე მისგან. ამას თავად მიხვდება. ამას მოგვიანებით გეტყვით. თუ ისევ გავაგრძელებთ ბრიფინგებით საუბარს და არ გადავალთ, ასე ვთქვათ, რაღაცა კონკრეტულ საქმეზე, ხომ? და კონკრეტული პროცესების მართვაზე, ნუ, მაშინ მე უკვე იძულებული ვიქნები, უკვე სხვა ნაბიჯები გადმოვდგა. თუმცა მე ვიცავ ამ შემთხვევაში მსჯავრდებულის ინტერესებს, ეს დაიმახსოვრეთ”, - განაცხადა გიორგი პატარიძემ.