შალვა პაპუაშვილი - „გახარია საქართველოსთვის“ წევრებმა იცით სინამდვილეში, რაც მოხდა და რაც იკადრა თქვენმა კოლეგამ - Palitra News

შალვა პაპუაშვილი - „გახარია საქართველოსთვის“ წევრებმა იცით სინამდვილეში, რაც მოხდა და რაც იკადრა თქვენმა კოლეგამ

2026-06-26 18:55:36+04:00

ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრებმა იცით სინამდვილეში, რაც მოხდა და რაც იკადრა თქვენმა კოლეგამ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მას შემდეგ განაცხადა, რაც პარლამენტის სხდომათა დარბაზში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

პაპუაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ფრაქციის წევრების მიმართ კოლეგიალურ დამოკიდებულებას ინარჩუნებდა, ერთ-ერთი დეპუტატის ქცევა მიუღებელი იყო.

„მიუხედავად კოლეგიალური დამოკიდებულებისა, რომელსაც უმრავლესობა იჩენდა მის მიმართ და თქვენს მიმართ, სამწუხაროდ, უკადრებელი იკადრა. ეს არ უნდა განმეორდეს ამ დარბაზში, ასეთი სახის დამოკიდებულება, რაც ვიხილეთ ფრაქცია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი წარმომადგენლის მხრიდან“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

სხდომის განახლების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მომხდარი სამწუხაროა და კოლეგების მიმართ მსგავსი დამოკიდებულება დაუშვებელია.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთ წერტილამდე მივიდა დღევანდელი სხდომა. სამწუხაროა რაც მოხდა. მინდა მივმართო ფრაქცია „საქართველოსთვის" წევრებს, არ შეიძლება ასეთი დამოკიდებულება კოლეგების მიმართ. ასეთი ტონალობა, რაც მოხდა. არ მინდა შინაარსი შევიდე“, - განაცხადა პაპუაშვილმა სხდომის განახლების შემდეგ.