ირაკლი კობახიძე გახარიას პარტიის დეპუტატებს - ვერც სააკაშვილი, ვერ გახარია, ვერც ხაზარაძე, ვერც სხვა უცხოელი აგენტი ვერ დაბრუნდება ვერასდროს ხელისუფლებაში - შესაბამისად, არც თქვენი პარტიის ადგილი არ არის ხელისუფლებაში - Palitra News

ირაკლი კობახიძე გახარიას პარტიის დეპუტატებს - ვერც სააკაშვილი, ვერ გახარია, ვერც ხაზარაძე, ვერც სხვა უცხოელი აგენტი ვერ დაბრუნდება ვერასდროს ხელისუფლებაში - შესაბამისად, არც თქვენი პარტიის ადგილი არ არის ხელისუფლებაში

2026-06-26 18:11:31+04:00

ერთადერთი, რაზეც შეიძლება ადამიანმა ბოდიში მოიხადოს, არის ის, რომ ჩვენ სააკაშვილის რეჟიმი, აგენტურა გვყავდა ხელისუფლებაში 9 წლის განმავლობაში, რასაც ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს პასუხისმგებელია იმაზე, რომ არ დაუშვებს ასეთი ხალხის ხელისუფლებაში დაბრუნებას.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, „ვერც სააკაშვილი, ვერ გახარია, ვერც ხაზარაძე და ვერც სხვა უცხოელი აგენტი ვერ დაბრუნდება ვერასდროს ხელისუფლებაში“.

„ამ ყველაფრის ერთ-ერთი შედეგი იყო 2008 წლის აგვისტოს ომი. ეს მართლა შეიძლება იყოს რაღაცნაირად საბოდიშო, რომ ასეთი რეჟიმი გვყავდა ჩვენ ქვეყანაში, რომელიც ქვეყნის შიგნით უბედურებას ატრიალებდა და რომელმაც დაატრიალა უბედურება 2008 წლის ომის სახით. ეს ნამდვილად შეიძლება იყოს საბოდიშო. ჩვენ დღეს პასუხისმგებელი ვართ იმაზე, რომ არ დავუშვებთ ასეთი ხალხის ხელისუფლებაში დაბრუნებას. ვერც სააკაშვილი, ვერ გახარია, ვერც ხაზარაძე, ვერც სხვა უცხოელი აგენტი ვერ დაბრუნდება ვერასდროს ხელისუფლებაში. საქართველოს აუცილებლად ეყოლება სუვერენული ხელისუფლება. უცხოური აგენტურის ადგილი საქართველოს ხელისუფლებაში აღარ არის. შესაბამისად, არც თქვენი პარტიის ადგილი არ არის საქართველოს ხელისუფლებაში“, - მიმართა კობახიძემ პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ დეპუტატებს.