პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს მწვავედ უპასუხა და აღნიშნა, რომ ყოფილი პრეზიდენტი მმართველი გუნდისთვის პოლიტიკურად საინტერესო ფიგურას აღარ წარმოადგენს. ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც ზურაბიშვილის შეფასებას - „ქართული ოცნება“ რუსეთის გეგმით არის შექმნილიო - შეეხებოდა, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მისთვის სალომე ზურაბიშვილი აბსოლუტურად უინტერესოა. კობახიძემ საუბრისას მისი ძველი მეტსახელიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ზურაბიშვილი სხვების შეფასებებისგან თავი უნდა შეიკავოს.