ფოთის პორტში ახალი ნავმისადგომის მშენებლობა ოფიციალურად დაიწყო - Palitra News

ფოთის პორტში ახალი ნავმისადგომის მშენებლობა ოფიციალურად დაიწყო

2026-06-25 21:09:33+04:00

ფოთის პორტში ახალი ნავმისადგომის მშენებლობა ოფიციალურად დაიწყო. გახსნის ცერემონიაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პროექტი საქართველოს სატრანსპორტო და ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მისი შეფასებით, პორტის გაფართოება ადასტურებს, რომ ქვეყანა რეგიონულ ლოგისტიკურ ცენტრად ყალიბდება. კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ შუა დერეფანზე მოთხოვნა სწრაფად იზრდება, რის გამოც ხელისუფლება პორტების, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის, სარკინიგზო და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას განაგრძობს. მისი თქმით, მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში საქართველოს პორტებში ტვირთბრუნვა 21 პროცენტით გაიზარდა.