ახალი ლიდერის მოლოდინში - „ნაციონალური მოძრაობა“ ცვლილებებისთვის ემზადება - Palitra News

ახალი ლიდერის მოლოდინში - „ნაციონალური მოძრაობა“ ცვლილებებისთვის ემზადება

2026-06-25 21:01:07+04:00

„ნაციონალური მოძრაობა“ ივლისში ხელმძღვანელი ორგანოების სრულ განახლებას დაიწყებს და ახალ თავმჯდომარეს აირჩევს. პარტიის მომავალ ლიდერთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, თუმცა სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი ერთ-ერთ ფავორიტად ნანუკა ჟორჟოლიანს განიხილავს. რა ფორმით შეიძლება მისი ჩართვა პარტიულ საქმიანობაში, უახლოეს პერიოდში გაირკვევა. პარალელურად, პარტიამ უნდა გადაწყვიტოს, დარჩება თუ არა ოპოზიციური ალიანსის შემადგენლობაში. ამ საკითხზე პოზიციები კვლავ განსხვავებულია, ხოლო ალიანსის წარმომადგენლები „ნაციონალურ მოძრაობას“ თანამშრომლობის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევაში ადანაშაულებენ.