უკრაინამ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ობიექტებზე შორი მოქმედების დარტყმები განახორციელა - Palitra News

უკრაინამ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ობიექტებზე შორი მოქმედების დარტყმები განახორციელა

2026-06-25 20:59:52+04:00

უკრაინა რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე შორი მოქმედების დარტყმებს აგრძელებს. უკრაინის თავდაცვის ძალებმა დრონებით შეტევა ნავთობკომპანია „ბაშნეფტის“ ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე - „ბაშნეფტ-უფანეფტეხიმსა“ და „ბაშნეფტ-ნოვოილზე“ განახორციელეს. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, ობიექტები ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 1500 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. უკრაინულმა მხარემ ასევე დაადასტურა დარტყმა კრასნოდარის მხარეში, პოლტავსკაიას დასახლებაში მდებარე ნავთობის ბაზაზე.

ზელენსკის განცხადებით, მსგავსი ოპერაციების მიზანი რუსეთის სამხედრო და ეკონომიკური პოტენციალის შემცირებაა, რათა მოსკოვმა ომის შედეგები საკუთარ ტერიტორიაზეც იგრძნოს.