ყაზახეთის ყველაზე მსხვილი ავიაკომპანია "ეარ ასტანა" წელს ყაზახეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების 15 წლის იუბილეს აღნიშნავს. პირველი რეისი ამ ორ ქვეყანას შორის კომპანიამ 2011 წელს განახორციელა. ახლა კი ის უკვე კვირაში 44-ამდე რეისს ასრულებს. იუბილესთან დაკავშირებით "ეარ ასტანას" წარმომადგენლები თბილისში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ და ავიაკომპანიის შესახებ გაესაუბრნენ. მეტ დეტალს ელენე ჩოხელის სიუჟეტიდან შევიტყობთ.