ენმ: ოპოზიციური თანამშრომლობის შესუსტებაზე პასუხისმგებლობა სხვა პოლიტიკურ ძალებს ეკისრებათ - Palitra News

ენმ: ოპოზიციური თანამშრომლობის შესუსტებაზე პასუხისმგებლობა სხვა პოლიტიკურ ძალებს ეკისრებათ

2026-06-23 21:09:21+04:00

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ოპოზიციური ალიანსის დატოვებას არ გეგმავენ და ერთიან ფორმატში საქმიანობის გაგრძელებას მხარს უჭერენ. პარტიაში მიაჩნიათ, რომ ოპოზიციური თანამშრომლობის შესუსტებაზე პასუხისმგებლობა სხვა პოლიტიკურ ძალებს ეკისრებათ. მათივე შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი ერთიანი საარჩევნო სიისა და კოორდინირებული მოქმედების იდეას მხარს უჭერდა, თუმცა ამ პროცესს გარკვეული ჯგუფები აფერხებდნენ. ამასთან, სააკაშვილმა „ლელო“ ბიზნესპროექტად, ხოლო პარტია „ახალი“ პოლიტიკურ პროექტად შეაფასა.