ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მისი ადვოკატი, შოთა თუთბერიძე და ნდობით აღჭურვილი ექიმი, ანი ქავთარაძე პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელებს შეხვდნენ, რის შემდეგაც ცნობილი გახდა, რომ ხოშტარიას მკურნალობის პროცესში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება. ქავთარაძის შეფასებით, პაციენტის მდგომარეობა დამძიმებულია და საჭიროებს სწრაფ დიაგნოსტირებასა და მკურნალობის დაწყებას. მისივე განმარტებით, არსებული ეჭვების გათვალისწინებით, ეფექტიანი მკურნალობა მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში უნდა გაგრძელდეს. ხოშტარიას ადვოკატი, შოთა თუთბერიძე აცხადებს, რომ ადმინისტრაციამ ყველა აუცილებელი სამედიცინო მომსახურების მიწოდების მზადყოფნა გამოთქვა, თუმცა, ადვოკატი აღნიშნავს, რომ ხოშტარიას მდგომარეობა ბოლო დღეებში უფრო მეტად გაუარესდა.